აი უკვე მესამედ, მართლაც რომ უძლიერესი გერმანული კომპანია, გვთავაზობს ასევე უძლიერესი გერმანული ჯიპის ტუნინგს, BMW X6 M რომელსაც აქვს 4.4 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი 555 ცხენის ძალით. ჯერ იყო X6 M TYPHOON 600 ცხენის ძალით ამას მოყვა უკვე დღემდე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი TYPHOON RS რომელსაც ქონდა 900 ცხენის ძალა და რომლის მაქსიმალური სიჩქარე იყო 330 კმ/სთ, სამწუხაროდ TYPHOON RS გამოვიდა ლიმიტირებულად სულ 5 ეგზემპლიარი, ახლა კი სავარაუდოდ G-Power გვთავაზობს ავტომობილს რომელიც 2 წინა მორბედს შუა დგას, არც ისეთი ,,რაკეტაა’’ ა როგორიც TYPHOON RS მაგრამ გაცილებით უფრო მძლავრია X6 M TYPHOON თან შედარებით.
ახლა კი დავიწყოთ პირველ რიგში შეცვლილია მანქანის წინა და უკანა ბამპერები. ავტომობილს დაუყენეს უზარმაზარი ჰაერის გამშვები, ასევე უკანა ნაწილში დაუყენეს დიპუზორი, ძრავის გაგრილების სისტემა, რომელიც მთლიანად კარბონშია. რაც მთავარია კაპოტქვეშეთი, იქ დაგვხვდება 4.4 ლიტრი მოცულობის 2 ტურბო ჩარჯერიანი ძრავი 725 ცხენის ძალით და 1000 ნიუტონ მეტრით, ავტომობილს 100კმ/სთ მდე შეუძლია 4.2 წამში აჩქარდეს, ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე არის გაცილებით უფრო მეტი ვიდრე 300კმ/სთ, რა თქმა უნდა ავტომობილს უყენია ელექტრონული მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტერი. რაც შეეხება ინტერიერს G-Powerგვთავაზობს ხელით შეკერილ ალკანტარას ტყავს. სულ ეს არის ფასები უცნობია.



TYPHOON RS V10 2010


Typhoon 2010-

