მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ორშაბათი
2025-06-16
9:21 AM
... B M W . . .
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [113]
Block title
მთავარი » სტატიები » Мои статьи

საპასუხო გასროლა
საპასუხო გასროლა

საპასუხო გასროლა

ახალი BMW Alpina B7-მოდელი Mercedes-Benz S600-ზე მაგარი გახდება 

BMW Alpina B7-ი კომპრესორული V8-აგრეგატით სიმძლარით Mercedes-Benz S600-ს გაუტოლდა.

ეჰ, სულ ტყუილად შეეჭიდა Mercedes-Benz-ი ბავარიულ კონცერნს. რამდენიმე წლის განმავლობაში ზე-სწრაფი S600-ი თავისი ბიტურბირებული V12-ით ყველაზე დინამიურ ავტომობილად ითვლებოდა თავის კლასში. მაგრამ აი საპასუხო გასროლაც გაისმა - Alpina-სალონმა შექმნა თავისი 500-ძლიერი სედანი - B7.

VII სერიირ BMW-ს ძრავი ახლა ისეთივე მძლავრია, როგორც მისი მთავარი კონკურენტის. 500 ცხ.ძ-ს მიღება 4.4 ლ მოცულობის ძრავზე ამძრავიანი „მკუმშავის" დაყენების გამო გახდა შესაძლებელი. ბრუნვის მომნეტი კი მაინც ვერაა ისეთი - „მხოლოდ" 700 ნმ. ცოტა იქნება, აშკარად.

BMW-ს 4.4 ლ-ნი ძრავი „მკუმშავით" აღჭურვეს, რის შედეგადაც აგრეგატის სიმძლავრე 500  ცხ.ძ გახდა.

სამაგიეროდ დინამიკა B7 -ში უკეთესია! 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად მოდელს 4.8 წმ სჭირდება - ბევრად სჯობნის „ზარმაცა" S600-ს, რომელიც იგივე ოპერაციას 4.9 წმ-ში ასრულებს. Alpina B7-ს საბურავებიც უფრო დიდია - 21 დიუმი. „შვიდიანის" საბარგულზე, რომელსაც „იხვის კუდი" შეარქვეს, სპოილერია დაყენებული, რის გამოც იგი კიდევ უფრო გრძელი ჩანს. სხვა განსხვავებები - ახალი ბამპრი და საფეხურები - უკვე არაა არსებითი. ისე, მოცლილისათვის.

ახალი B7-ის 21-დიუმიან საბურავებზე "სპიცების" დათვლას მოვერიდებით. არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

ასეა თუ ისე, Alpina B7-ამ რომც „დაამარცხოს" S600-ი, ამ უკანასკნელს ყოველთვის შეუძლია თავის დიდ ძმას მოუხმოს დასახმარებლად - S65 AMG. მას „ბედაურებიც" მეტი ჰყავს - 612 ცხ.ძ - და აჩქარებასაც უფრო შთამბეჭდავად ახერხებს. ასე, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ToMM (2011-06-09)
ნანახია: 677 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია ?
სულ პასუხი: 25
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩეთი

 Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz