პირველი წინაამძრავიანი ავტომობილი BMW-ს ისტორიაში. როგორც ჩანს, ის ლამაზი წლები, როცა BMW მხოლოდ უკანა ამძრავიან ავტომობილებს უშვებდა წარსულს ჩაბარდება. ჟურნალ Car Magazine-ის ცნობით, 2013 წლისათვის BMW უშვებს ახალ სერიას სახელწოდებით 0-შერიეს, რომელიც წინა ამძრავით იქნება აღჭურვილი. როგორც გახდა ცნობილი, სიახლე ბაზირებულ იქნება მესამე თაობის MINI-ზე, რომელიც წინა ამძრავიანია. შემოთავაზებულ იქნება რამოდენიმე ვარიაცია, როგორც 3 კარიანი, ისე 5 კარიანი ხეჩბეკი, ცოტა მოგვიანებით კი მისი როდსტერ ვერსიაც გამოვა. რაც შეეხება ძრავებს, როგორც ცნობილია მასზე 3 და 4 ცილინდრიანი ბენზინის და დიზელის ძრავები დამონტაჟდება. BMW-ს ნულოვანი სერია სავარაუდოდ აიწყობა ოქსფორდში მდებარე MINI-ს ქარხანაში. ემგვანება თუ არა იმავე ჟურნალში დაბეჭდილ ამ სურათს ავტომობილი არავინ იცის. როგორც ველოდებით ერთადერთი წინაამძრავიანი BMW კონკურენციას გაუწევს Mercedes-Benz A-Klasse და 2010 წელში გამოსაშვებ Audi A1-ს.
|