მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
სამშაბათი
2025-06-17
10:23 AM
... B M W . . .
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [113]
Block title
მთავარი » სტატიები » Мои статьи

Mercedes SLK R172 Vs. BMW Z4 E89
Mercedes SLK R172 Vs. BMW Z4 E89


Mercedes-მა თავისი ახალი თაობის SLK Roadster წარმოადგინა რომელიც BMW Z4-ის პირდაპირი კონკურენტია.მასში კვლავ გაგრძელებულია ის დიზაინის სტილი რომელიც ამ ბრენდის უკანასკნელ მოდელებში იგრძნობა,მისი უკანა ნაწილი წინაზე უფრო მაღლაა რაც ვიზუალურად საკმაოდ ლამაზს ხდის,გარდა ამისა იგი გაცილებით უფრო მოკლეა ვიდრე წინა ნაწილი.ეს დამახასიათებელია  Roadster-ისათვის.შიგნიდან კი იგი ტიპიურ სპორტულ მერსედესს წარმოადგენს.

რაც შეეხება ძრავებს მას ექნება 1.8 ლიტრი მოცულობის 184 ცხენისძალიანი და 4 ცილინდრიანი ძრავი(SLK 200 BlueEFFICIENCY),რომლის წყალობითაც იგი 100მდე 7 წამში აჩქარდება და 100 კილომეტრზე 6.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს,ასევე 204 ცხენისძალიანი ძრავი რომელიც 6.6 წამში ჩქარდება და 6.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს,რომლის ექვივალენტური  Z4 SDrive23i 8.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე.შემდეგია 6 ცილინდრიანი 3.5 ლიტრი მოცულობის ძრავი 306 ცხენისძალითა და 5.6 წამიანი აჩქარებით რომელიც 7.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე.მას გაცილებით უკეთესი წვა აქ BMW Z4 SDrive35i-ზე რომელიც 9 ლიტრს მოიხმარს.

რაც შეეხება ტრანსმისიას,მას 7G-Tronic ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება რომელიც Start-Stop სისტემით იქნება აღჭურვილი.ახალი R172-ის ფასი 38,675-დან იწყება,ამ ფასად SLK 200-ის შეძენა იქნება შესაძლებელი,SLK 250 44,256 ევრო,SLK 350 კი 52,300 ევრო.BMW Z4-ს სამი ტიპის ძრავი გააჩნია,ესენია SDrive 23i-ის 2.4 ლიტრი მოცულობის 204 ცხენისძალიანი(მისი წყალობით იგი 6.6 წამში ჩქარდება 100მდე),SDrive 30i-ის 2.9 ლიტრი მოცულობის(0-100-მდე  5.8 წამი) და SDrive 35i-ის ასევე 2.9 ლიტრი მოცულობის 306 ცხენისძალიანი(0-100-მდე 5.2 წამი).


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ToMM (2011-06-08)
ნანახია: 665 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია ?
სულ პასუხი: 25
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩეთი

 Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz