
თქვენს წინაშეა უახლესი ტუნინგ პაკეტი, უკვე არც თუ ისე ახალი BMW E92 M3-სთვის, რომელსაც ამერიკული ტუნინგ ატელიე Vorsteiner-ი Canday Cane-ს სახელწოდებით გვთავაზობს. დავიწყოთ ყველაზე საინტერესო ფაქტით, უფრო ზუსტად რომ გითხრათ ამ ავტომობილის ძრავით. მაშ ასეCanday Cane-ს კაპოტქვეშ იმალება იგივე მოცულობის ძრავი რაც ჩვეულებრივ M3-შია, თუმცა მისი სიმძლავრე სტანდარტულზე 209ცხენისძძალით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ Vorsteiner M3-ს 629ცხენისძალა აქვს, თუმცა სამწუხაროა, რომ უცნობია ასეთი სიმძლავრის M3-ის შესაძლებლობები. ალბათ დაინტერესდით თუ რისი საშუალებით შემატა ატელიემ ასეთი რაოდენობის ცხენები ავტომობილს, თუმცა არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამერიკელებმა M3-ს ძრავს დაუმატეს, მეორე საფეხურამდე გაძლიერებული სუპერჩარჯერი, უჟანგავი საბოლქვი სისტემა, სპორტული ჰაერის ფილტრი და კიდევ რამოდენიმე წვრილმანი დეტალი.
რაც შეეხება კარბონისგან დამზადებულ, ძალიან აგრესიულ, განეირ, მასიურ და სპორტულ ექსტერიერის, მას დამატებული აქვს, გაგანიერებული ბამპერები, შესაბამისი მოლდინგებით და ფრთებით (კრილოებით), შავი ფერის ცხაური, აგრესიული, სპორტული კაპოტი, შავ ფერში შეღებილი სახურავი, სპორტული დიფუზორი ახალი ჩამხშობებით, ახალი საბარგულის სახურავი ახალი ფორმით და შავ/წითელ ფერში შესრულებული გვერდითი ხედვის სარკეები და 20 დიუმიანი, ამავე ფერთა კომბინაციის დისკები, რომელზეც დაგებულია Michelin PS2 სპორტული საბურავები. აქვე დავამატებ, რომ ატელიე ამ ყველაფერთან ერთად გვთავაზობს ახალ დაკიდების სისტემას, (თავისი გაგრილების სისტემით) და Brembo-ს წარმოების GTR სამუხრუჭე სისტემას.
სამწუხაროდ ტუნინგ პაკეტის ფასი ამ მომენტისთვის უცნობია.

