
ტუნინგ კომპანიამ, Kelleners Sport-მა ახალი თაობის BMW 5 Series-ის მოდიფიცირებული ვარიანტი წარმოადგინა რომელშიც შედის 535i და 520d-ის ტუნინგი. ოფიციალურად ავტომობილები Geneva Motor Show-ზე წარდგებიან და როგორც ატელიეში ამბობენ ორივე მათგანის სიმძლავრე 20%-ით იქნება გაზრდილი. დავიწყოთ ავტომობილის ექსტერიერით რომელსაც დამატებული აქვს ახალი საბოლქვი მილი თავისი საბოლქვი თავებით, წინა და უკანა სპორტული ბამპერები, ახალი დისკები და სპოილერები.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სიმძლავრის 20%-იანი ზრდის შემდეგ, 535i ის სიმძლავრე 306 ცხენიდან 367 ცხენისძალამდე, ხოლო მაბრუნებელი მომენტი400 ნიუტონმეტრიდან 480 ნიუტონმეტრამდეა გაზრდილი. რაც შეეხება520d-ს, ანუ დიზელის ვარიანტს, მოდიფიკაციის შედმდეგ მას კაპოტქვეშ აქვს218 ცხენისძალა და 450 ნიუტონმეტრი. სამწუხაროდ ატელიემ არ გაავრცელა ინფორმაცია მათი აჩქარების და სიჩქარის შესახებ, თუმცა შეგვპირდნენ, რომ მომავალში ახალი თაობის BMW M5 ის მოდიფიცირებულ ვარიანტსაც შემოგვთავაზებენ.

