მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ორშაბათი
2025-06-16
3:07 AM
... B M W . . .
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [113]
Block title
მთავარი » სტატიები » Мои статьи

დატუნინგებული მე-6-ე სერიის BMW
დატუნინგებული მე-6-ე სერიის BMW

BMW 6-ს დასრულება-განახლება ნებისმიერი ატელიესთვის მომგებიანი ვარიანტია, რადგანაც მისი გაფუჭება ყოვლად შეუძლებელია, ხოლოთავდაპირველი შარმისა და საუკეთესო დიზაინის განვითარება - იოლზე იოლი. ადამიანები, რომლებმაც BMW 6-ს ბოლო განახლება არასაკმარისად აგრესიულად ან ასეთი ცნობილი ეგზემპლიარის შეუფერებლად ჩათვალა - მათზე თამამად შეიძება ითქვას, რომ სილამაზის და მშვენიერების შეგრძნებებტან მათ აშკარად პრობლემები აქვთ. სწორედ ასეთი დამფასებლებისათვის იღწვოდა AC Schnitzer-ი, რომელთა დიზაინერების წყალობითაც უკვე ცნობილი ავტომობილები სულ ახალ-ახალ გარეგნობაში გვევლინებოდა.

ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში მოხვდა BMW 6-ი, რომელიც მაშინათვეACS6-დ გადაიქცა. ჯადოსნური მოქმედების შედეგად კორპუსის "აბვესი” უფრო მოდური გახდა, განახლდა საფირმო დიზაინის მქონე საბურავების დისკები და ტექნიკური ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რაც გაკეთდა ფანტაციას ძლიერ არ ავითრებს. წინა ბამპერი - აშკარად ცნობილი М-სერიის ვარიაციაა, უკანა ნაწილი კი ისე გამოიყურება, თითქოს ნათელი იდეები ამოიწურა და ახლის მოგონება ძალიზედ ძნელი ყოფილიყო.

მხოლოდ ისღა დაგვრჩენია არასტანდარტული ფორმის გამონაბოლქვის მილებსა და ავტომობილის გვერდებზე ერთმნიშვნელოვან წარწერებს - AC Schnitzer - მივაშტერდეთ. თუ დოკუმენტებს ჩავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ საფეხურები ახალია. თუმცა ამას ტავისი მხოლოდ თავგადაკლული ფანატი თუ აღმოაჩენს, იგივეა გვერდით სარკეებზეც. მათაც წესით ვიღაცა უნდა აღეფრთოვანებინათ თავიანთი ახალი დეტალებით, თუმცა ეს ძნელად თუ გამოუვათ. ახალი 20-დიუმიანი დისკები -ჭეშმარიტად მიღწევაა. უკვე კარგად ცნობილი 5-სპიციანი კლასიკის გარდა არსენალში კიდევ უფრო თნამედროვე ეგზემპლიარი გაჩნდა. მისი სახელია - Type VI.

თუ გარეგნობით დიდად არ დარჩით კმაყოფილი, ყოველთვის შეიძლება ტექნიკური კუთხით მიიღოთ კომპენსაცია. ჩვენს შემთხვევაში ყევლაე შრომატევადი საქმე მოეწონათ AC Schnitzer-ს ინჟინერებს. თუ სტანდარტულ განახლებაზეა ლაპარაკი, მაშინ აშკარა პროგრესია დიზელის აგრეგატის გაჩენა. საუბარია 635d-მოდიფიკაციაზე, რომელიც მხოლოდ კარგ დინამიკას კი არ გთავაზობთ. მას აღშფოთებული ევროპელი მომხმარებლების დაწყნარებაც შეუძლიათ. ასეთი მოდიფიკაციის შეძენის წყალობით, შეიგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, "მწვანეები” ჯერ მეზობლის BMW 650-ს დაბუგავენ და მხოლოდ შემდეგ მოიცლიან თქვენი ავტომობილისათვის

სტანდარტულ მდგომარეობაში ჩვეულებრივი BMW 635d-ე 286 ცხ.ძ> სიმძლავრეს და 580 ნმ. ბრუნვის მომენტს იძლევა. დიზალის ACS6 - კი 130 ცხ.ძ. და 680 ნმ-ს. თუ უკვე ნახსენებ650i-ს გავიხსენებთ, მასში პრაქტიკულად თავიდან აწყობილი ძრავი აყენია 5.1 ლ მუშა მოცულობით და იგი 367-ს ნაცვლად 411 ცხ.ძ-ს იძლევა. ერთი სიტყვით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჯერად მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ტექნიკურ მხარეზე, ხოლო გარეგნობამ - II პლანზე გადაინაცვლა.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ToMM (2011-06-09)
ნანახია: 1073 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია ?
სულ პასუხი: 25
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩეთი

 Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz