ჟენევის ავტოშოუზე რომელიც პირველ მარტს გაიმართება, ბავარიული კომპანია BMW 2 ახალ მოდელს წარმოადგენს. ალბათ მომხმარებელს Vision ConnectedDrive როდსტერი უფრო დააინტერესებს, მით უმეტეს, რომ ის BMW-ს მომავალი დიზაინის მიმართულებას, მისი დიზაინის ენას ასახავს(ამბობენ, მალე ჩვეულებრივ მოდელებზე Vision ConnectedDrive-ის მსგავს ცხაურებს და ფარებს დააყენებენ). ასევე ცნობილია, რომ თქვენს წინაშე წარმოდგენილ კონცეპტ ავტომობილზე პირველად დაყენდება ახალი ტიპის ინფორმაციული სისტემა, რომელიც I-Drive სისტემას ჩაანაცვლებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ჯერ არც თუ ისე გარკვეულია ზუსტად რის დაყენებას აპირებს ბავარიული კონცერნი ამ ავტომობილზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ BMW ჟენევაში წარმოადგენს ახალ ელექტრომობილს, რომელიც პირველი სერიის ბაზაზე აიწყობა და საცდელი ავტომობილის სახით მხოლოდ 1000 ცალი ეგზემპლარი გამოვა და რამოდენიმე ქვეყანაში მისი დაქირაავებაც იქნება შესაძლებელი. BMW-ს ელექტრო ავტომობილს სახელადActiveE, ექნება ლითიუმ-იონის ბატარეები და 168 ცხენისძალიანი ელექტრო ძრავი. ელექტრო ბატარეების გამო ავტომობილმა წონაში 500 კილოგრამით(ანუ 1300-დან 1800-მდე) მოიმატა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ პირველი სერიის ანალოგი ჩვეულებრივ 170 ცხენისძალიან 1 სერიაზე სწრაფია, რადგან BMW ActiveE-ს 0-100 კმ/სთ მდე 4,5 წამი, ხოლო ბენზინის ვარიანტს 7,7 წამი სჭირდება. რაც შეეხება ActiveE-ს მაქსიმალურ სიჩქრეს ის ელ.შეზღუდვით 145 კმ/სთ-ს შეადგენს, რადგან უფრო სწრაფი სიარულის შემთხვევაში ბატარეები უცებ დაჯდება. ამ ყველაფერთან იმასაც გეტყვით, რომ როგორც BMW-ში ამბობენ BMW ActiveE-ს სრულიად დატენილი ბატარეებით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია.



BMW ActiveE (ფოტოები)
