გერმანულმა ტუნერმა Kelleners Sport-მა წარმოადგინა დატუნინგებული BMW Z4 SDrive35is. საინტერესოა რომ ატელიემ ავტომობილის ტუნინგი მისი 3 ლიტრიანი, ტურბოჩარჯირებული, შიგაწვის 6 ცილინდრიანი ძრავიდან დაიწყო, რომლის სტანდარტული ვერსია 340 ცხენისძალას და 450 ნიუტონმეტრს, ხოლო მოდიფიცირებული ვარიანტი მაქსიმალურ 405 ცხენისძალას და 539 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა ასეთი სიმძლვრის Z4-ის მონაცემები, თუმცა ატელიემ ეს საიდუმლოდ დატოვა.
რაც შეეხება ვიზუალურ ტუნინგს, ავტომობილის ექსტერიერს დამატებული აქვს რამოდენიმენაირი დიზკები, უკანა სპორტული ბამპერი 4 ცამხშობით და დიფუზორით. ინტერიერში ატელიემ შეცვალა ავტომობილის საჭე, დაუმატა ალუმინის პედლები, უფრო ძვირფასი ხე და ტყავის მასალა. ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს ელ.დაკიდება, რომლის დამხარებითაც ავტომობილი 10 მილიმეტრით იწევს მაღა და დაბლა.

