გერმანული ავტომწარმოებელი BMW გაყიდვაში უშვებს სარბოლო ვერსიას სპორტქარისა Z4. კერძო რბოლებში მონაწილეობის მისაღებად ამ ავტომობილმა დააგდო წონა (1200 კგ) სერიულ ვერსიასთან შედარებით და განიცადა აგრესიული ტუნინგი.
BMW Z4 GT3-ის კაპოტქვეშ 4 ლიტრიანი V8 ძრავია, რომელიც 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აღჭურვილია ელექტრონული სისტემის მართვით ECU408. ძრავს ერწყმის 6 საფეხურიანი სეკვენტალური სიჩქარეთა გადართვის კოლოფი.
ავტომობილის ძარის ბევრი დეტალი კარბონისაა. ასე მაგალითად : კაპოტი, ანტიკრილო, წინა ბამპერი და ავტომობილის სახურავი. ამ ავტომობილმა აგრეთვე მიიღო მთლიანი სპექტრი უსაფრთხოებისა. მისი ფასი ევროპაში 300 000 ევროა.