BMW M3 GTS-ის გამოსვლა ამ მოდელის 25 წლის იუბილეს დაემთხვა,ეს 450 ცხენისძალიანი ავტომობილია,რომელიც სულ 120 ცალი დაამზადეს.ყოველი მათგანი,მიუხედავად დიდი ფასისა(135.800ევრო),უკვე გაყიდულია.ინჟინრებმა მისი წონა სტანდარტულ M3-თან შედარებით 80 კილოთი შეამცირეს და საბოლოოდ 1530 კილოგრამიანი,სპორტული მანქანა მიიღეს,რომელსაც კვლავ 8 ცილინდრიანი,თუმცა 4.4 ლიტრი მოცულობის ძრავი აქ. 100 კმ/სთ-ს იგი 4.4 წამში გაავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე 305კმ/სთ იქნება.
ამ ავტომობილის მართვამ და ხმამ, რომელიც მძღოლს უკნიდან ესმის, დიდი შთაბეჭდილებები მოახდინეს მის გამომცდელებზე.


თუ 1986 წლის კუპეში ჩავჯდებით,ეს წარსულში მოგზაურობისმსგავსი რამ იქნება,შეგრძნებებს 2.3 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავიქმნის,რომელიც 1986 წელს 195 ცხენისძალას გამოიმუშავებდა.შევამჩნევთ რომ 24 წლისავტომობილი ისე დადის თითქოს ის თანამედროვე იყოს.მისი მონაცემები თავისიპერიოდისთვის წარმოუდგენელი იყო:6.7 წამი 100-მდე და მაქსიმალური სიჩქარე 230კმ/სთ.მოგზაურბისას მივხვდებით რომ მაშინდელმაინჯინრებმა თავისი საქმე კარგად იცოდნენ,ამაზე ავტომობილის სვლაც მეტყველებს, იგისტაბილურად და მყარად დგას გზაზე,კომფორტიც საკმაოდ კარგი აქვს და ასევეაღჭურვილია ABS-ით რაც იმ დროისთვისარც თუ ისე ხშირი იყო.
დავბრუნდეთუკან:M3-ის ისტორია დაიწყო1985 წელს,ის ლეგენდარული M1-ისშთამომავალი უნდა ყოფილიყო და მას ისGMBH-ში უნდა შეეცვალა,ამასთან მისი სერიული წარმოებაცუნდა დაწყებულიყო.თავდაპირველად 5000 ეგზემპლარი დამზადდა.1985 წელს იგი პირველადწარმოადგინეს და 86 წელს უკვე გაყიდვებიც დაიწყო.მას 230 კმ/სთ-მდე ქონდამაქსიმალური სიჩქარე შეზღუდული თუმცა შესაძლებელი იყო 235კმ/სთ-ისგავითარებაც.პირველი M3 100 კილომეტრზე 9 ლიტრსწვავდა,მისი ფასი კი 58000 მარკა გახლდათ.
1988 წელს კი უკვე გაუმჯობესებულივერსიების გაყიდვაც დაიწყო,Evo რომელსაც 215 ცხენისძალა ქონდა და 239 კმ/სთავითარებდა,იგი იმ დროისთვის ყველაზე სწრაფ ავტომობილად ითვლებოდა პატარასერიებში.მეორე კი Sport Evo იყო,მას 238 ცხენისძალა ჰქონდა და ასეთი მხოლოდ 600ეგზემპლარი გამოვიდა.1991 წლის ბოლომდე სულ 17.970 M3 გაიყიდა,მათგან 786 კაბრიოლეტი იყო.ასე დასრულდა ამმოდელის პირველი თაობის ისტორია.

შემდგომი M3მისი წინამორბედის ბაზაზე იყო აგებული და მას 6 ცილინდრიანი ძრავი ჰქონდა,რომელიც286 HP და 320NM გამოიმუშავებდა.100-მდე კი ზუსტად 6 წამში ჩქარდებოდა,მაქსიმალურისიჩქარე კი 250 კმ/სთ გახლდათ.100 კილომეტრზე იგი 9.1 ლიტრ საწვავს მოიხმარდა დაიგი 80000 მარკა ღირდა.ამ თაობის M3-ის სარბოლო ვერსია 1993 წლის აპრილშიწარმოადგინეს,მას 325 ცხენისძალა ჰქონდა და 1.300 კილოგრამს იწონიდა.1994 წელსმისი კაბრიოლეტიც გამოვიდა გაყიდვაში რომელიც 6-ის ნაცვლად 6.2 წამში ჩქარდებოდა100-მდე და ის ელექტრონული სახურავით იყო აღჭურვილი.მაქსიმალური სიჩქარე უცვლელიდარჩა და 1999 წლამდე ასეთი სულ 12.114 მოდელი გაიყიდა,ამავე სერიის 4-კარიანივერსია კი 12.435 ცალი.95 წელს ლიმიტირებული GT ვერსია გამოვიდა,რომელის შეძენაცმხოლოდ ერთ ფერში იყო შესაძლებელი,295 ცხენისძალით იგი 5.9 წამში ჩქარდებოდა100მდე.ასეთი სულ 350 მოდელი გამოვიდა და მისი ფასი 91.000 მარკა გახლდათ.
არსებობდა აგრეთვე 3.2 ლიტრი მოცულობის ძრავიანი M3,რომელსაც თითო ცილინდრზე 4სარქველი ჰქონდა და 5.5 წამში ავითარებდა 100-ს.გარადა ამისა,მასში ახალი 6საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი იყო გამოყენებული.1997 წელს კი SMG (Sequenzielle MGetriebe)-ის პირველი გადაცემათა კოლოფი იქნა გამოყენებული.


მესამე თაობისდებიუტი უკვე 2000 წელს შედგა,იგი სხვა წინამორბედებისაგან სრულიად განსხვავდებოდა.3.2ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავით ახალი M3 343HP გამოიმუშავებდა და მაქსიმალურიმაბრუნებელი მომენტი 365 Nm-ს შეადგენდა.100-მდე იგი 5.2 წამშიჩქარდებოდა.ამასობაში 2001 წელს ამერიკაში M3 GTR გამოუშვეს,რომელსაც V8 450ცხენისძალიანი ძრავი ჰქონდა და იგი ყველაზე სწრაფი M3 იყო.იგი ამერიკული ლემანსისსერიაში (ALMS) გამოდიოდა.2002-ში კი მას ცხენისძალები 350-მდე შეუმცირეს და250.000 ევროთ მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.იგი უკვე SMG-ს მეორე თაობისკოლოფით იყო აღჭურვილი,რაც მას სიჩქარეთა სწრაფი ცვლის საშუალებას აძლევდა,გარდაამისა მას Drivelogic-ი ქონდა და მძღოლს შეეძლო მოძრაობის 6 განსხვავებულიპროგრამა აერჩია.
2003 წელს კი M3 CLS გამოვიდა,რომელიცსტანდარტულზე 110 კილოთი უფრო მსუბუქი იყო და 360 HP ჰქონდა.ასამდე იგი 4,9 წამშიჩქარდებოდა.


2007 წელს უკვეაღნიშნული მოდელის ბოლო,მეოთხე თაობა გამოვიდა,მისი ძრავი 3.999 კუბური სანტიმეტრისაადა 420HP-სა და400Nm-სგამოიმუშავებს.100კმ/სთ-მდე იგი 4.8 წამში ადის და მაქსიმალური სიჩქარე250კმ/სთ-მდეა შეზღუდული.იგი მრავალი თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი მაგ:M-დიფერენციალით,EDC ანუ ელექტრონული ამორტიზატორების კონტროლი დასხვა.თუმცა ჩვენ კვლავ ველოდებით მომავალ მოდელებსა და ინოვაციებს.


