BMW F13 6 Series Pictures დეტროიტში BMW-მ თავისი ახალი მოდელი F13 6 Series კაბრიოლეტი წარმოადგინა.ავტოშოუზე წარმოდგენილი იყო შავი საფირონის ფერი ავტომობილი რომელიც თავისი ბასრი გარეგნობით გამოირჩევა.მისი მკვეთრი ზოლები კარგადაა თავის ამობერილ და ჩაზნექილ ფორმებთან შეხამებული რაც მას ელეგანტურ გარეგნობას აძლევს.როგორც მისი ექსტერიერის დიზაინერი აცხადებს ამ მოდელის დიზაინი წყლის შთაგონებითაა შექმნილი.ბასრი და მკვეთრი ზოლები მას გვერდითა მხარეს მიჰყვება და ისინი ჰარმონიულად ეხამებიან ექსტერიერის დანარჩენ დეტალებს.უკანა მხარეს კი ყველაზე მაღალ წერტილს პატარა ზომის სპოილერი წარმოადგენს რომელიც ავტომობილის გარეგნობას მეტ ეფექტს მატებს,გარდა ამისა იგი აეროდინამიკის გაუმჯობესებაშიც ეხმარება.
                         
|