თქვენს წინაშეა ყველაზე ბოლო და უახლესი 2012 M6 Coupe-ს და ამავდროულად Cabrio-ს შპიონური ფოტოები.
წინა ფოტოებისგან განსხვავებით ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ავტომობილი ნაკლებად არის დამალული, რის შედეგადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც წესი M-ს, ჩვეულებრივისგან განსხვავებით აქვს უფრო სპორტული, აგრესიული ბამპერები, მოლდინგები, სპორტული დისკები, ოდნავ განსხვავებული ცხაური და 4 თავიანი ჩამხშობი.
წინა თაობის მსგავსად F12 BMW M6-ს ექნება ზუსტად იგივე 4.4 ლიტრიანიTwin-Turbo V8 რაც მომავალ M5-ში იქნება, რომელსაც დაახლოვებით 600ცხენიძალა ექნება. განსხვავება ამ 2 ავტომობილს შორის არც გადაცემათა კოლოფში იქნება, რადგან ორივე მათგანს ექნება ახალი 7 სიჩქარიანი DCT (Drivelogic Double Clutch) გადაცემათა კოლოფი. ამ მომენტისათვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
