მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ორშაბათი
2025-06-16
5:41 PM
... B M W . . .
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [113]
Block title
მთავარი » სტატიები » Мои статьи

BMW F10 M5 შპიონური ვიდეო + ინტერიერის ფოტოები
BMW F10 M5 შპიონური ვიდეო + ინტერიერის ფოტოები

 

   

თქვენს წინაშეა ახალი ჯაშუშური ვიდეო, რომელშიც 2005 BMW M5 E60-იდან დაფიქსირებულია გერმანიის ავტობანზე მოძრავი 2012 BMW M5 F10-ის პროტოტიპი. საინტერესო ფაქტი ვიდეოში ის არის, რომ კამერიანი E60 M5, BMW F10 M5-ის გადასწრებას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს რაც მისი სიჩქარე 290-300 კმ/სთ-ს მიაღწევს. ალბათ მიხვდით, რომ ავტომობილი მაღალ სისწრაფეზე გადის ტესტირებას, თუმცა შექმნილ ვითარებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვიდეო არა ჟურნალისტმა, ან რომელიმე პაპარაცმა გადაიღო არამედ ერთ-ერთმა გერმანიის მოქალაქემ, რომელიც არდადაგებიდან შინ ბრუნდებოდა, ახალი თაობის M5-ის დანახვის შემდეგ კი მან სიჩქარეს მოუმატა და შედეგი თავადაც ნახეთ.

ს

ამავე ნიუსში მოვაქციოთ ის ფაქტი, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდაBMW F10 M5-ის პირველი ინტერიერის სურათები, რომელიც შანხაის ავტო შოუზე პაპარაცმა გადაიღო. არაოფიციალური და შედარებით უხარისხო ფოტოების გამო, მხოლოდ იმის დანახვაა შესაძლებელი, რომ ავტომობილი აღჭურვილია Alcantara-ს ტყავით, ხოლო მისი საჭე შეკერილია M-ისთვის დამახასიათებელი ფერებით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ინტერიერზე მუშაობა ბავარიულ კონცერნს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. დანარჩენს ალბათ ფოტოებიდან უკედ ნახავთ.

ს 

ს

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ToMM (2011-06-08)
ნანახია: 786 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია ?
სულ პასუხი: 25
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩეთი

 Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz