BMW ახალ მცირე მოცულობის ორმაგტურბოჩარჯერიან 3 და 4 ცილინდრიან ძრავებზე მუშაობს, რომელსაც ასევე ექნება განსხვავებული სარქველები რის შედეგადაც ავტომობილს ექნება მეტი სიმძლავრე და ამავდროულად მეტი ეკოლოგიურობა ვიდრე ატმოსფერულ ძრავებს. ბავარიელებმა ასეთი ტიპის ძრავებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყეს და წარმოადგინეს 3ლიტრიანი შიგა წვის V ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 5-Series-ისGT ვერსიაში იქნა ჩადგმული თუმცა, როგორც გერმანული კონცერნი აცხადებს, ზემოთ ხსენებულ სისტემას ახლო მომავალში დიდი მოცულობის ძრავებშიც გამოიყენებენ.
დავბრუნდეთ ცოტა უკან, როცა იანვარში გერმანულმა BMW-მ X1 XDrive28iწარმოადგინა, რომელსაც 2 ლიტრი მოცულობის ტურბოჩარჯირებული ძრავი ჰქონდა, რომელიც ასევე შეიცავდა იმ TwinPower Turbo System-ას რომლის შესახებაც ზემოთ გესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ ისეთი სისტემის დახმარებით, როგორიც არის TwinPower Turbo System-მა, X1 XDrive28i-ს 2 ლიტრიანი აგრეგატი 245 ცხენისძალას და 350 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებდა, თუმცა საკმაოდ ძლიერი ძრავით და All-Wheel Driveსისტემით აღჭურვილ X1 XDrive28i-ს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 7.9 სჭირდებოდა.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ BMW უკვე მუშაობს 3 ცილინდრიანTwinPower ტექნოლოგიით აღჭურვილ ძრავზე, რომელიც მომავალი თაობისMINI-ს და კომპაქტური ზომის BMW-ს ავტომობილებს დაამშვენებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან 2015 წლამდე ბავარიელები 3 და 4ცილინდრიან ბენზინის და დიზელის ტვინპოვერ ძრავებს შემოგვთავაზებს და ასეთი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა, 2015წლისათვის 1,5 მილიონს მიაღწევს. ეს ყველაფერი უკვე შესრულებული და ნაწილობრივ სამომავლო გეგმაა, რომლის სრულიად შესრულებამდე ბეემვეს სულ ცოტაღა დარჩა.
რას ფიქრობთ ქვენ შეძლებს კი BMW 2015 წლისათვის მხოლოდ ასეთი ძრავბით აღჭურვილი 1,5 მილიონი ავტომობილის გაყიდვას?

