BMW აბრუნებს ლეგენდას

ამ შაბათ-კვირას, იტალიაში, ტბა კომოს ნაპირას გაიმართა ყოველწლიური ავტო გამოფენა Concorso D'Eleganza Villa D'Este, სადაც BMW-ს განყოფილებამ BMW Classic წარმოადგინა ზუსტი ასლი ავტომობილისა BMW 328 Kamm Coupé, ლეგენდარული ავტომობილისა, რომელმაც 1940 წელს მოიგო რბოლა "100 მილი", იგივე Mille Miglia.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ სულ ასეთი 5 ავტომობილია გამოშვებული და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხუთივე ავტომობილი გაყვანილ იქნა გერმანიიდან რადგან არ გაენადგურებინათ ისინი. ერთერთი მათგანი ამერიკაში აღმოჩნდა, მეორე ინგლისში, მესამე რუსეთშიც კი. ერთერთი ეგზემპლარი როგორც აღმოჩნდა დააბრუნეს შემდეგ გერმანიაში და BMW-ს ერთერთი დამაარსებელი დადიოდა მისით, თუმცაღა 1953 წელს ეს ავტომობილი ავარიაში მოყვა და მის შემდეგ გარაჟში ინახებოდა.

იმისათვის, რომ აღედგინათ ავტომობილის პირველადი სახე BMW Classic-ის ტექნიკოსებმა ამ ავტომობილზე ყველა დოკუმენტაცია მოაგროვეს და აგრეთვე კერძო კოლექციონერებიც დაიხმარეს. განახლების პროცესში მონაწილეობდა აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიებიც და კომპიუტერი.

სხვათა შორის სწორედ ამ გამოფენაზე მოხდა 2 წლის წინათ BMW M1-ის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა 1978-1981 წლებში გამოშვებულ საშუალო ძრავიან სპორტულ კუპეს.





