ბავარიულმა BMW-მ რამოდენიმე საათის წინ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია რომლის თანახმადაც მალე კომპანია 6 სერიის კიდევ ერთ ვარიანტს შემოგვთავაზებს. ამ საკითხის მსჯელობა უამრავ ჟურნალსა და ინტერნეტ საიტებზე დაიწყო და ამ საკითხით ყველაზე მეტად დაინტერესბულმა ფრანგულმა ავტოჟურნალმა Automobile Magazine-მ გამოთქვა აზრი, რომ ბეემვე ავტომობილის 4 კარიან ვერსიას შემოგვთავაზებს. ავტომობილი რა თქმა უნდა მეექვსე სერიის ბაზაზე აიწყობა და 4 კარიდან გამომდინარე მისი სახელწოდება იქნება 6 GT. სპორტულ ექსტერიერს და ძრავს რა თქმა უნდა ბავარიელები კომფორტულ ინტერიერსაც დაუმატებენ რის შედეგადაც ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ყველასთვის კარგად ცნობილ Mercedes-Benz CLS-ს, Audi A7 Sportback-ს და Porsche Panamera-ს. საინტერესოა როგორ გადაწყვიტავს და კონკრეტულად რას შემოგვთავაზებს BMW, თუმცა უფრო ემტად საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ?