
ალბათ საიტის ძველ და ერთგულ მომხმარებელს ახსოვს ჩემი პირველი სტატიაWww.News.Drive.Ge- ზე ეს იყო ზუსტად 2010 წლის 5 მაისი როდესაც ჩემს ცხოვრებაში პირველი სტატია მივუძღვენი BMW-ს 4 კარიან კუპეს, 1 წელზე მეტია მაგრამ თემა BMW-ს 4 კარიან კუპე კვლავინდებურად აქტუალურია, BMW- კვლავ განაგრძობს ისეთი ავტომობილის შექმნას რომელიც კონკურენციას გაუწევს: Mercedes-Benc Cls Class-ს Porsche Panamera-ს და Audi A7-ს.

ავტომობილი სავარაუდოდ შეიქმნება იგივე პლადფორმაზე რომელზეც შეიქმნა 2011 წლის BMW 6-Series F12/F13, სავარაუდოდ ძრავებსაც სწორედ რომ ახალი ,,ექვსიანისგან’’ მიიღებს ეს გახლავთ 640i-ს საკმაოდ ეკონომიური 3.0 ლიტრი მოცულობის I6, 320 ცხენის ძალით და 450 ნიუტონ მეტრით. ასევე რათქმა უნდა 650i-ის 4.4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავი 407 ცხენის ძალით.

ძალიან რთულია იმის თქმა თუ როდის შედგება ავტომობილის პრეზენტაცია არანაერი ოფიციალური წყარო ამაზე არ მიუთითებს მაგრამ ფაქტია რომ 1 წლის წინ შანხაის ავტო შოუზე შედგა BMW Gran Coupe კონცეპტის ოფიციალური პრეზენტაცია, ეს ავტომობილი გახდა საფუძველი მომავალი თაობის BMW 6-Series F12/F13-ის, ამას სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ მოყვა ჩინელების მიერ გავრცელებული სურათები სადაც ამტკიცებდნენ რომ ეს იყო ახალი BMW 6-Series GranCoupe-ს პირველი ოფიციალური სურათები, სამწუხაროდ ეს სურათები არ არის ოფიციალური ჩვენ კი მოგვიწევს 2012 წლამდე ლოდინი როდესაც უკვე ოფიციალურად შედგება BMW 6-Series GranCoupe-ს პრეზენტაცია.

კონკურენტებს რაც შეეხებათ 2012 წელს იხილავს დღის სინათლეს Audi S7, მომდევნო წლებში კი Audi RS7 -იც, Porsche Panamera-ს რაც შეეხება უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ Panamera-ს სამოდელო რიგი მთლიანად შევსებულია არსებობს ყველაზე მძლავრი Panamera Turbo S, არსებობს სუპერ ეკონომიური Panamera Diesel და ასევე არსებობს Panamera S Hybrid-იც აწი მომავალი თაობის Porsche Panamera-ს თუ ვიხილავთ ან რა თქმა უნდა Panamera-ს ტუნინგს.,,წარმოშვებით შტუდგარტელს'' რაც შეეხება ესეც თითქმის შევსებულია არ ვიცი შესაძლოა იგეგმებოდეს ჰიბრიდული Mercedes-Benc Cls Class, ისე კი არსებობს ყველაზე ეკონომიური CLS 250 CDI BlueEfficiency და ყველაზე მძლავრი CLS 63 AMG Performance Package.
