Jim O'Donnell-მა სამხრეთ ამერიკული BMW-ს დირექტორმა განაცხადა, რომ BMW 5-Series GT-ს ამერიკაში გატანა დიდი შეცდომა იყო. როგორც ირკვევა ავტომობილი ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება, რადგან უამრავ მომხმარებელს არ მოსწონს ავტომობილის დიზაინი და სხვა და სხვა დეტალები, ო დონელის განცხადებით კი ეს BMW-ს ორმაგად ცუდ მდგომარეობაში აგდებს, რადგან ყველა უკმაყოფილო მომხმარებელი Mercedes-ისკენ მიდის და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს უკმაყოფილო მომხმარებელთა უმეტესობა არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც იგივე სადილეროებში ნაყიდი ყავთ ლუქს კლასის BMW 7-Series-ი.
აქვე დავამატებ რომ ბავარიული ავტომწარმოებელი წელიწადში 4,000-დან 8,000-ამდე GT-ს გაყიდვას გეგმავდა, თუმცა რეალურად მათ 2010 წლისათვის მხოლოდ 2,848 ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხეს, 2011 წლის გაყიდვები კი ამ ეტაპზე 2,160 ავტომობილს შეადგენს.
ფიასკოს მიუხედავად BMW-ში აცხადებენ, რომ ახალი თაობის 3-Series Touring-ი კვლავ გაყიდება ამერიკაში და როგორც O'Donnell-ი აცხადებს, მათ იმედი აქვთ, რომ ვითარებას ახალი თაობის ავტომობილთა Touring ვერსიები გამოასწორებს.