მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ორშაბათი
2025-06-16
1:52 AM
... B M W . . .
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [113]
Block title
მთავარი » სტატიები » Мои статьи

Alpina-ს ყველაზე მძლავრი "ტროიკა"
Alpina-ს ყველაზე მძლავრი "ტროიკა"


გერმანულმა ტუნინგ ატელიე Alpina-მ, რომელიც BMW-ს ფირმის ავტომანქანებს ატუნინგებს, სულ ახლახანს გახსნილ ჟენევის ავტო სალონზე წარმოადგინა მოდელი B3 S Biturbo. ახალი ავტომობილი ბაზირებულია კონცეპტზე B3 Biturbo, რომელიც ასევე ჟენევაში გახლდათ წარმოდგენილი 3 წლის წინ და რომელიც თავად BMW 3-ზე იყო ბაზირებული. 



 ALPINA-ში აცხადებენ რომ, ავტომობილი გამოვიდა მძლავრი და ამავდროულად ეკონომიური ვიდრე მისი რომელიმე სხვა წინაპარი. აგრეთვე შემცირდა ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO2-ის დონეც. როგორც თვითონ ატელიე აცხადებს, ავტომობილი საუკეთესო დინამიკის მატარებელია და მასში კომფორტი უმაღლეს დონეზეა აყვანილი და პროექტიგათვლილია  ფართო საზოგადოებაზე.



BMW Alpina B3 S Biturbo შესაძლებელია  როგორც სედანის, ისე კუპუს, კაბრიოლეტისა და უნივერსალის სახითაც კი. აქედან კაბრიოლეტი აღიჭურვება როგორც უკანა, ისე სრული ამძრავითაც სურვილის შემთხვევაში. ყველა ვერსიას 3 ლიტრიანი, 395 ცხენის ძალიანი ძრავი ექნება, რომელიც ამავდროულად 540 ნანომეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის მოსამატებლად, ტიუნერებმა ავტომობილის გაგრილების სისტემა გააძლიერეს, აგრეთვე ჰაერშემკრებებზეც წაიმუშავეს, აგრეთვე ახალი გამოსაბოლქვი სისტემაც დააყენეს. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ავტომობილმა შეძლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.7 წამში, ხოლო მაქსიმალური 300 კმ/სთ-ით განისაზღვრება, რომელიც ელექტრულად არის შეზღუდული. ავტომობილს 100 კილომეტრზე - 10 ლიტრი ბენზინი სჭირდება, საკმაოდ ეკონომიურია, არა???



 B3 S Biturbo-ს ყველა ვარიანტი მიიღებს სპორტულ დაკიდებას, 19 დუიმიან მსუბუქი შენადნობის დისკებს, Michelin-ის საბურავებით: 245/40 ZR18 (წინ) და 265/40 ZR18 (უკან), აგრეთვე სპოილერს, სპორტულ საჭეს, მაღალი ხარისხის ტყავის სალონს და ექსკლუზიურ სამართავ დაფას "Alpina". სამწუხაროდ ჯერ არ იუწყებიან როდის გამოვა ბაზარზე ავტომობილი და რა ეღირება. მანამდე კი შეგვიძლია მხოლოდ სურათებით დავტკბეთ :).






კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ToMM (2011-06-09)
ნანახია: 1337 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია ?
სულ პასუხი: 25
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩეთი

 Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz