ავტომწარმოებელმა BMW ოფიციალურად გამოაქვეყნა ახალი 6-Series Coupe-ს ინფორმაცია და ფოტოები, თუმცა ავტომობილის პრეზენტაცია Auto Shanghai 2011-ზე შედგება. როგორცმ კომპანიაში აცხადებენ ავტომობილი ნამდვილი Dream Car-ი იქნება, რომელსაც აქვს გრძელი ზვიგენისებრი ცხვირი, დიდი ცხაური, ბი ქსენონები, დიოდები, ნიკელის ბევრი დეტალი, აგრესიული ბამპერები, მოლდინგები, საბარგულზე ინტეგრირებული რეცეფტორი და 2 თავიანი ჩამხშობი. რაც შეეხება ვტომობილის ინტერიერს ის უმაღლესი ხარისხის მასალებისგან არის შესრულებული, რადგან ავტომობილს აქვს Dakota-ს ტყავის სავარძლები, ალუმინის, ხის და სხვა და სხვა მასალებისგან შესრულებული დეტალები, დიდი IDrive მონიტორი და 460 ლიტრი მოცულობის საბარგული. მყიდველს შეუძლია დამატებით მოითხოვოს, სავარძლების გათბობა გაგრილება, პანორამული სახურავი, Bang & Olufsen-ის აუდიო სისტემა და GPS ნავიგაციის სისტემა კიდევ უფრო დიდი მონიტორით. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ზემოთხსენებულ ფუნქციებთან ერთად ავტომობილს აქვს, უკანა ხედვის კამერა, ღამის ხედვის კამერა, ავტო პარკირების სისტემა და გზის ზოლიდან გადასვლისას საფრთხის შემთხვევაში, გამაფრთხილებელი სისტემა.
მაღალ-ტექნოლოგიურ მეექვსე სერიას ექნება ძალიან საინტერესო ძრავების. დავიწყოთ 640i, რომელსაც აქვს 3.0 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 315 ცხენისძალას და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. 315 ცხენის და ახალი ავტომატური გადაცემათა კოლოფის დახმარებით ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 5.4 წამშ ჩქარდება და ავითარებს ელ.შეზღუდულ 250 კმ/სთ-ს. ასეთი მონაცემების მიუხედავად ახალი მეექვსე სერიას 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 7,7 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ხოლო ყოველ კილომეტრზე ის 179 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
თუ თქვენ 3 ლიტრიანი აგრეგატის მონაცემები არ გაკმაყოფილებთ მაშინ კომპანია 650i -ს გთავაზობთ, რომელსაც აქვს Twin-Turbo 4.4 ლიტრიანი V8, 402 ცხენისძალით და 600 ნიუტონმეტრით, ასეთი მონაცემები კი ავტომობილს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-მდე 4.9 წამში აჩქარდეს და გაავითაროს კვლავ ელ.შეზღუდული 250 კმ/სთ. საინტერესოა, რომ 640i-ს მსგავსად 650i-იც საკმაოდ ეკონომიური და ეკოლოგიურია რადგან მას 10.4 100 კილომეტრის გავლა შეუძლია ხოლო ყოველ გავლილ კილომეეტრზე ის 243 გრამ CO2-ს გამოყოფს.
სამწუხაროა რომ ავტომობილის ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თმცა ვიცით, რომ მისი გაყიდვები 2011 წელს დაიწყება. უფრო მეტი ინფორმაცია შანჰაის ავტო შოუზე გაირკვევა.