მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
სამშაბათი
2025-09-23
12:53 PM
... B M W . . .
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [113]
Block title
B M W E V E R . T K  
მთავარი » სტატიები » Мои статьи

AC Schnitzer ACS5 Sport S და ACS 99d
AC Schnitzer ACS5 Sport S და ACS 99d

s 

გერმანულმა ტუნერმა AC Schnitzer-მა 2 ავტომობილი წარმოადგინა, რომელთა დებიუტი ჟენევაშ შედგება. ალბათ მიხვდით რომ ორივე მათგანიBMW-ა. პირველი ACS5 Sport S, რომელიც BMW 5-Series-ის დატუნინგებულ ვერსიას წარმოადგენს და მეორე ACS 99d, რომელიც Z4-ის მოდიფიცირებული ვარიანტია. ორივე ავტომობილის ყველაზე დიდი პლიუსი ერთდროულად სპორტულ, ეკონომიურ და ეკოლოგიურ ხასიათში მდებარეობს.

s 

დავიწყოთ ACS5 Sport S-ით, რომელიც BMW 550i-ს მოდიფიცირებულ ვერსიას წარმოადგენს, რომლის 4,4 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავი, ქარხნული 407 ცხენისძალის და 600 ნიუტონმეტრის მაგივრად, 540ცხენისძალას და 740 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც ACS5 Sport S-ი 0-100 კმ/სთ-მდე 4,5 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ320 კმ/სთ-ს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დამატებითი 130 ცხენის მიუხედავად ავტომობილი კვლავ ისეთივე ეკონომიური და ეკოლოგიურია, როგორც ჩვეულებრივი 550i.

s 

ატელიემ არც ავტომობილის ექსტერიერი დატოვა უყურადღებოდ და მას დაუმატა ახალი შავი ფერის სპორტული დისკები, სპორტული ბამპერები, საგაბარიტო მაშუქბით, სპორტული უკანა ხედვის სარკეები, სპორტული ჩამხშობები და 2 ტონში შესრულებული საღებავი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ACS5 Sport S-ი ბევრად აგრესიული და სპორტული გახდა.

s

რაც შეეხება Z4-ის დატუნინგებულ ვერსიას სახელად ACS 99d, ექსტერიერის ცვლილებეი შედარებით ცოტათი, თუმცა მასაც შეეხო და AC Schnitzer-მა მას დაუყენა ოდნავ შეცვლილი ბამპერები, სპორტული დისკები და 4 ფერში შესრულებული საღებავი. ასევე გეტყვით, რომ 99d-ს 2 ლიტრიანი დიზელის აგრეგატი მოდიფიკაციის შემდეგ 190 ცხენისძალას და 420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-მდე 6,9წამში აჩქარდეს და გაავითაროს მაქსიმალური 235 კმ/სთ. მინდა გითხრათ, რომ მისი უფროსი ძმის მსგავსად, მომატებული სიმძლავრის მიუხედავად Z4-იც ძალიან ეკონომიური და ეკოლოგიურია, რადგან ყოველ გავლილ 100 კილომეტრზე ავტომობილი 3,8 ლიტრ დიზელს მოიხმარს, ხოლო ყოველ კილომეტრზე 99 გრამ ნახშირორჯანგს გამოყოფს.

ამ დროისათვის მეტი არაფერია ცნობილი თუმცა ჟენევაში მათ შესახებ მეტი ინფორმაცია გაირკვევა. 

s

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ToMM (2011-06-08)
ნანახია: 826 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მეგობრები
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ჯობია ?
სულ პასუხი: 25
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩეთი

 Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz