50-იანი წლების შუა პერიოდში BMW-მ შექმნა მოდელი რომლის დიზაინშიც განსაკუთრებულად იგრძნობოდა ელეგანტურობა და სილამაზე.1955 წელსNew York-ის ავტოშოუზე მათ წარმოადგინეს ახალი BMW 507.ამ უკვდავი დიზაინის მქონე ავტომობილის დამახასიათებელი ნიშნები იყო წაგრძელებული მხრის ხაზები,გრძელი ცხვირი და კაპოტი თავისებური ზოლებით.მისი 8 ცილინდრიანი ძრავი აწყობილი იყო 502-ის მაგალითზე და ამით მან ფრანკფურტის ავტოშოუზე გაოცება გამოიწვია,ჯერ 1956 წელიც არ იყო როდესაც ეს ავტომობილი თავისი 150 Bhp-იანი და 222NM-იანი ძრავით200 კმ/სთ-ზე მეტს (124 Mph)-ს ავითარებდა,100მდე კი 8.8 წამში ჩქარდებოდა.მისი ფასი 26,500 გერმანული მარკა გახლდათ და მეტი სპორტულობის მსურველებს კიდე 1000 მარკა უნდა გადაეხადათ რათა მანქანაში მეტი სივრცე და დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოBodywork-ი მიეღოთ.პირველი მოდელი თავის ამაყ მყიდველს 1956 წლის ნოემბერში გადაეცა. BMW 507-ს მყიდველები გამოუჩდა გერმანიის საზღვრებს გარეთაც,მათ შორის ერთ-ერთი Rock'n Roll-ის მეფედ წოდებულ Elvis Presley-ს შეხვდა.1959 წლამდე სულ გაიყიდა 253 ასეთი მოდელი,251 სტანდარტული ვერსია,2-ს კი დიზაინი Loewy და Michelotti-ის მიხედვით ჰქონდათ შეცვლილი.ამ ავტომობილების უმრავლესობამ დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი სახე.