BMW X5-ს დიზაინი საოცარ შთაბეჭდილებას ქმნის იმის მიუხედავად, გაჩერებულია თუ მოძრაობაში. ამოზნექილი და ჩაზნექილი მონაკვეთები იდეალურად ეთანხმება კლასიკურ პროპორციებსა და საბურავთა მდგრად არკებს. ჩრდილების დინამიური ცვლა ელეგანტურობას მატებს ავტომობილის ისედაც შთამბეჭდავ დიზაინს. თვითდაჯერებულობაკჯერ არასდროს არ ყოფილა ასეთი მიმზიდველი.
BMW X5-ს სადა სალონი განცვიფრებას იწვევს თავისი მოცულობითა და ბარგისთვის განკუთვნილი მრავალი საშუალებით. სტანდარტული კომპლექტაციით BMW X5 – 5 ადამიანს იტევს, მაგრამ მასში ჩამონტაჟებული მესამე რიგის სიდენიების წყალობით 7-ც თავისუფლად მოთავსდება. საბარგულის მოცულობა (620 ლ) კიდევ უფრო მეტად შეიძლება გადიდდეს (1750 ლ ) მეორე რიგის «სიდენიების» აკეცვის ხარჯზე. ეს ყოველივე დიდი მოცულობის ტვირტის ან სპორტული საგნების გადატანის საშუალებას იძლევა.
მომენტალური რეაქცია მაღალ სიჩქარეებზე, მარტივი მანევრირება ავტომობილის გაჩერებისას - ეს BMW X5 -ს შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მისი საჭით მართვის აქტიური სისტემა სწრაფად რეაგირებს მძღოლის მოთხოვნებზე სიჩქარის მიხედვით. დაბალი და საშუალო სიჩქარეებისას - სიჩქარის მარეგულირებელი სისტემა საჭის მკვეთრი მართვის საშუალებას, ხოლო მაღალი სიჩქარეებისას, პირიქით - ნაკლები რეაგირების სისტემას ააქიტურებს, რათა მანქანისათვის ოპტიმალური და მდგრადი კურსის შერჩევა მოხდეს.